მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
მუჰაჯირობიდან 150 წელი გავიდა

მუჰაჯირობა აფხაზი და კავკასიის სხვა ხალხებისთვის,  ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა, რამაც ეს მცირე ეთნოსები ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დააყენა. ქართველი საზოგადოებრიობა დიდი თანაგრძნობით შეხვდა აფხაზთა და კავკასიელ მთიელთა ამ ტრაგედიას. საქართველოში მუჰაჯირობამ  ფართო მასშტაბი  1877—1878 წლების ომის შემდეგ მიიღო.  წლების განმავლობაში მოსახლეობას იძულებით თურქეთში ასახლებდნენ. რის შედეგადაც, თითქმის მთლიანად დაიცალა მურღულის ხეობა,. სულ  წავიდა 150 ათას სულზე მეტი. ქართული საზოგადოების მოწინავე ნაწილმა დაიწყო ბრძოლა მუჰაჯირობის შესაწყვეტად. გადასახლებულთა სამშობლოში დასაბრუნებლად  დიდი მუშაობა ჩაატარეს  გ. წერეთლმა, ს. მესხმა, გ. გურიელმა და სხვებმა. ქართულმა პრესამ ფართო კამპანია გააჩაღა მუჰაჯირობის წინააღმდეგ. ამის შედეგად გადასახლების პროცესი შენელდა და მუჰაჯირთა ნაწილი სამშობლოში დაბრუნდა. ქართველი მუჰაჯირები დასახლდნენ შავი ზღვის სანაპიროზე (ჭანეთის ტერიტორიაზე), დასავლეთ თურქეთში, მარმარილოს ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნაწილი კი — სტამბოლში და სხვა ქალაქებში. მათმა ნაწილმა დღემდე შემოინახა მშობლიური ენა და ზოგიერთი ზნე-ჩვეულება.

ამ ტრაგიკული მოვლენის ხსოვნას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით არაერთი პროექტი და ღონისძიება მიეძღვნა, მათ შორის გამოიცა ბუკლეტი „მუჰაჯირობა“, სადაც სხვადასხვა ისტორიული ცნობა და ფოტოარქივია თავმოყრილი, ასევე მოეწყო გამოფენა უნიკალური დოკუმენტური მასალებით, რომელშიც  ასახულია ფაქტები აფხაზებისა და ქართველების საერთო დიდი ტკივილის შესახებ.