მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
რუხის ინოვაციების ცენტრში დევნილებთან შეხვედრა და ტრეინინგი გაიმართა

რუხის ინოვაციების ცენტრში  სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის დევნილთა კოლექტიური ცენტრების ამხანაგობის თავჯდომარეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დევნილების შეკითხვებს უპასუხეს და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებებში არსებულ საჭიროებებზე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრეს.

გარდა საინფორმაციო შეხვედრისა დევნილებისთვის ჩატარდა ტრენინგი, სადაც მიეწოდათ ინფორმაცია იმ სერვისებისა და პროგრამების შესახებ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ახორციელებენ

პროექტის მიზანია დევნილთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების მეშვეობით და მათი მონაწილეობა საბინაო მართვის პროცესში. პროექტი აფხაზეთის მთავრობის ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა"-ს პარტნიორობით ხორციელდება.

შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი რუსლან აბაშიძე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია მონაწილეობდნენ.