იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინსტრის აპარატის ორგანიზებითა და საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ ICEC-ის მონაწილეობით დაიწყო პროექტი „ინგლისური და ლიეტუვური ენების შემსწავლელი უფასო კურსები“.პროექტის ფარგლებში აფხაზეთიდან დევნილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ დაეუფლონ ლიეტუვურ ენას და კურსის წარჩინებით დასრულების შემთხვევაში ასევე უფასოდ, ენის სრულყოფის მიზნით 1 თვით გაემგზავრონ ლიეტუვაში. სტუდენტები გარდა ენის შესწავლისა შეძლებენ საკუთარი ცოდნა ინგლისურ ენაშიც გაიუმჯობესონ, რადგან სწავლება სწორედ ინგლისურ ენაზე იწარმოებს. სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს სრულად გაიღებს ლიეტუვური მხარე, სტუდენტები კი სტიპენდიის სახით 570 ევროს მიიღებენ.
ასევე კურსდამთავრებულებს, რომლებიც გამოირჩევიან ცეკვისა და სიმღერის ნიჭით შესაძლებლობა ექნებათ 10 დღით გაემგზავრონ ლიეტუვაში სხვადასხვა ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად.
ენის შემსწავლელი 4 თვიანი კურსი დაიწყება 1 მარტს.
რეგისტრაციის გავლა ქვემოთ მითითებული ონლაინ აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ.