აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძემ და იუსტიციისა და სამოქალქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელ - ლუიზა ვინტონთან სამუშაო შეხვდრა გამართეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად არსებულ ვითარებას, მათ შორის ჰუმანიტარულ საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აფხაზეთში COVID-19 -ით ინფიცირებულ პაციენტთა მზარდ დინამიკაზე და ზოგადად COVID-19 -ით გამოწვეულ გამოწვევებზე. ასევე, განიხილეს არსებული და სამომავლო გეგმები სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის დევნილთა საკითხებზე.
შეხვედრას, მთავრობის აპარატის საერთაშორისო ურთიერთობათა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი დავით გახარია და UNDP-ის კრიზისების პრევენციის და რეაბილიტაციის მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი ვარდიშვილი ესწრებოდნენ.