სენაკის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილეობით მორიგი ღონისძიება გაიმართა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივითა და სსიპ - "კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს" მხარდაჭერით, პროექტის - "ჯანსაღი ცხოვრების წესი და ბუნებაზე ზრუნვა - ჩვენი არჩევანია" ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის დევნილთა დასახლებაში მინი ფეხბურთის ტურნირი ჩატარდა და დასუფთავების აქცია მოეწყო.
პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათი ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება და გარემოს დაცვით აქტივობებში მონაწილეობით, ბუნების მიმართ პასუხისმგებლობის გაცნობიერების ხელშეწყობა.