იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა და საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლები.
მონაწილეებმა განიხილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა, ისაუბრეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის შესაძლო გზებზე.
შეხვედრის დასასრულს, მონაწილეების მიერ დაიგეგმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებები.