იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - რუსლან აბაშიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“ ორგანიზებით გამართულ აფხაზეთის კონფლიქტის მშივდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაში.
კონფერენციაში მონაწილეობნენ საქართველოს პარლამენტისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ამავე უნივერსიტეტის სამშვიდობო განათლების ცენტრის მკვლევარები, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიას“, ქართველთა და აფხაზთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, მცირე ბიზნეს-ასოციაციის წარმომადგენლები და სხვა ქართველი საზოგადო მოღვაწეები.
ღონისძიება მიზნად ისახავს აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალიზაციას, ქართველთა და აფხაზთა შორის ნდობის აღდგენის და კომფლიქტის მოგვარების გზების მოძიების პროცესში ფართო მასების ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელონების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.
ღონისძიების ფარგლებში აღნიშნული საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები ორი კვირის მანძილზე გაიმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შემაჯამებელი კონფერენცია კი შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება.