მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
სამეცნიერო კონფერენცია სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა დავით ფაცაციამ, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულთან - ბესიკ ამირანაშვილთან ერთად მონაწილეობა მიიღო აფხაზეთისა და სამაჩაბლოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზების ძიებისადმი მიძღვნილ მორიგ სამეცნიერო კონფერენციაში, რომელიც ეხებოდა ეკონომიკური და ხალხთა შორის ურთიერთოებების აღდგენას.

სამეცნიერო კონფერენცია არასამთავრობო ორგანიზაცია – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით გაიმართა.

კონფერენციაში, ასევე მონაწილეობდნენ სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი - მაკა ბერიძე, სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციის – „აფხაზთა და ქართველთა ერთობის საზოგადოება „ერთობა ხვალისთვის“, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციისა და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები.

საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციების ციკლი მიზნად ისახავს სამაჩაბლოსა და აფხაზეთის კონფლიქტის აქტუალიზაციას, კონფლიქტის შედეგად დაშორიშორებულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის და მისი მოგვარების გზების მოძიების პროცესში ფართო მასების ჩართულობის, აფხაზური კულტურისა და ხელონების პოპულარიზაციის ხელშეწყობას.

ცნობისთვის, სამეცნიერო კონფერენციები ორი კვირის მანძილზე იმართება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ხოლო შემაჯამებელი კონფერენცია მოეწყობა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში.