მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
მინისტრის აპარატის მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში
25 მაისს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენალურ სხდომაზე განხილულ იქნა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ინიციატივით შემუშავებული 6 კანონპროექტი:
  • „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
  • „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი.
 
მინისტრის აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტები მიზნად ისახავს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი საქმიანობის საკანონმდებლო სივრცეში მოქცევას და მისი როგორც ლეგიტიმური ხელისუფლების როლის ამაღლებას, რათა მოქნილი და ეფექტური საქმიანობის განხორციელებით უზრუნველყოფილ იქნეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებული, კონსტიტუციით გარანტირებული უფლებების დაცვა, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა და სამხედრო სავალდებულო/სამხედრო სარეზერვო სამსახურში დევნილთა შეუფერხებელი გაწვევის ხელშეწყობა.
 
კანონპროექტები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებსა და ფრაქციებში საგანგებოდ იყო შესწავლილი.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მხარი დაუჭირა პლენარულ სხდომაზე მათ გატანას განსახილველად.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა თითეული კანონპროექტის განხილვის საფუძველზე კენჭი უყარეს მათ. მხარდაჭერილი პროექტები საკანონმდებლო ინიციატივის წესით საქართველოს პარლამენტში წარდგება განსახილველად და დასამტკიცებლად.
 
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის მოადგილე - დავით გვაძაბია და მინისტრის აპარატის იუსტიციის დეპარტამენტის უფროსი - ელისო გვასალია.