1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს ერთობლივი ორგანიზებით, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისთვის ღონისძიებები გაიმართა.
მუშთაიდის ბაღში, აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების მონაწილოებით ჩატარდა ღონისძიება - „მშვიდობა მსოფლიოს ბავშვებს“, რომლის ფარგელბშიც გაიმართა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონცერტი. კონცერტზე შესრულდა ცნობილი საბავშვო სიმღერები და ნაწყვეტები მიუზიკლებიდან. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ფოტოსესიაში ზღაპრის გმირებთან ერთად, ასევე, მოეწყო მხიარული ვიქტორინა პრიზებით. ღონისძიების დასასრულს აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს ტკბილეულობა და სხვადასხვა სასაჩუქრე პაკეტები გადაეცათ.
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით იუსტიციისა და სამოქალაქო ინეტრგაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრი ლევან თევზაია, ასევე, ეწვივნენ ქ. ზუდიდის დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში მცხოვრებ, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ, მათ შორის სოციალურად დაუცველ ბავშვებს, დღესასწაული მიულოცეს და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
დღევანდელი დღის ღონისძიებები ბარამბოსა და ბიბლუსის მხარაჭერითა და თანადგომით განხორციელდა.
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ყველა ბავშვს გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ბედნიერ და ლაღ ბავშვობას გისურვებთ!