მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
გამოფენა - „ბრიტანეთი და საქართველო"

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი დავით ფაცაცია, თავის პირველ მოადგილესთან, ბელა კოპალიანთან ერთად, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, გამოფენას „ბრიტანეთი და საქართველო“ დაესწრო.

გამოფენა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში მოეწყო. ღონისძიებას ესწრებოდნენ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სულიერების ცენტრისა და ფონდის „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ წარმომადგენლები, კალიგრაფები - ლეილა ბაღბაია, დავით მაისურაძე, გიორგი გორგიაშვილი და ნინი იკაშვილი, კალიგრაფიის ონლაინ-გაკვეთილების აფხაზეთიდან დევნილი მოსწავლეები. ZOOM პლატფორმის საშუალებით შეხვედრაში, ასევე, მონაწილეიბდნენ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები.

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის მოსახლეობის მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით სხვადასხვა საგანმანათლებლო და სემცნიერო პროექტების ერთობლივად განხორციელებას.

შეხვედრის დასასრულს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაზა აბაშიძემ დავით ფაცაციას და ბელა კოპალიანს ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობისა და კალიგრაფიის ხელოვნების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისათვის მადლობის სიგელები გადასცა.