,,13 წელი გავიდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენიდან. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან დიდი დარტყმა მიიღო - ასობით მშვიდობიანი საქართველოს მოქალაქე და გმირი ჯარისკაცი დაიღუპა, ათეულობით ათასი მოქალაქე იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლ-კარი.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შედეგად ოკუპირებულ იქნა საქართველოს ტერიტორიის 20%.
რუსეთის ფედერაცია კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცებას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ შელახვასა და უკანონო ბორდერიზაციას.
მაგრამ აღსანიშნავია, ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება, რომელსაც საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით მიაღწია, რომლითაც რუსეთის ფედერაციას დაეკისრა პასუხისმგებლობა 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების შემდგომი ოკუპაციის პერიოდში „სრულ კონტროლსა“ და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რიგი დებულებებისა და მუხლების დარღვევებზე, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველთა ეთნიკური წმენდის, ქართველი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირების წამებისა და მათი მკვლელობის გამოუძიებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყეტილებაც ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება არასდროს შეეგუება ქვეყნის ოკუპაციას, ყველა საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დაიცავს სახელმწიფოს სუვერენიტეტს, საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით და სახალხო დიპლომატით ყველაფერს გააკეთებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძლოთ ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური ისტორიული ერთობის აღდგენა.
ქედს ვიხრი ყველა იმ მებრძოლის ხსოვნის წინაშე, ვინც სამშობლოსთვის გაერთიანდა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენეტიტეტს შესწირა საკუთარი სიცოცხლე!"- დავით ფაცაცია.