ნანა გაბელიამ რუმინეთის ელჩს მინისტრის აპარატის საქმიანობა, პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები გააცნო.
შეხვედრის მონაწილეებმა ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს.
„მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ რეზვანს მასპინძლობისთვის, მინისტრის აპარატის საქმიანობით დაინტერესებისათვის, სამომავლო თანამშრომლობის მზაობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპელი მეგობრების მხარდაჭერა იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც დევნილი ახალგაზრდებისთვის და არამარტო, განვითარებისა და წინსვლის მყარი საფუძველი გახდება“-აღნიშნა მინისტრმა ნანა გაბელიამ.
საელჩოში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა ესწრებოდა.