ტელეფონი: (+995 32) 295 03 24
ელ.ფოსტა: apkhazeti@mes.gov.ge ან meca@abkhazia.gov.ge
მისამართი: დიმიტრი უზნაძის ქუჩა №68, 0101, თბილისი, საქართველო
2025 წლის პროგრამები
1. დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრო ახდენს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/საფეხურის/სემესტრის აღიარებას.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის საშუალო სკოლების მოსწავლეები და კურსდამთავრებულები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2. განათლების ხელშეწყობა
2.1 „სასკოლო ინფრასტრუქტურისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება“
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჭიროებების გათვალისწინებით დაფინანსების გამოყოფა.
ქვეპროგრამის მიზანია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, სასწავლო პირობებისა და გარემოს გაუმჯობესება.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის სკოლები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.2 ქვეპროგრამა - „წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერა“
აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული წარმატებული, ნიჭიერი, საზოგადოებრივად აქტიური სტუდენტი-ახალგაზრდების სწავლების ფინანსური მხარდაჭერა.
ქვეპროგრამის მიზანი: აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქე, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელი ნიჭიერი ახალგაზრდების ფინანსური დახმარება საქართველოსა და უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- საქართველოს უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ სტუდენტთა ფინანსური დახმარება
- უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტების ფინანსური დახმარება
- ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო საქმიანობასთან, კონფერენციებთან, საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლასთან დაკავშირებული სამგზავრო ხარჯების დაფინანსება
სამიზნე ჯგუფები: განსაკუთრებული მიღწევებით, ნიჭიერებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ახალგაზრდები აფხაზეთიდან:
- ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებული პროგრამების სტუდენტები;
- ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების (ბაკალავრები, მაგისტრანტები) სტუდენტები;
- ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების რეზიდენტები;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნების, გაერთიანებული სამეფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, კანადის,ჩინეთის, ავსტრალიის, იაპონიის, შვეიცარიისა და ნორვეგიის უმაღლეს სასწავლებლის პირველი ან მეორე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო აკრედიტირებული პროგრამის სტუდენტები.
საქართველოს უმაღლეს/პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს სამინისტროში მოეთხოვება შემდეგი დოკუმენტაციის წარდგენა:
ა) განცხადება
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
გ) დევნილის მოწმობის ასლი
დ) ცნობა სასწავლებლიდან, რომ არის აკრედიტებული პროგრამის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი/რეზიდენტი
ე) რეკომენდაცია/დახასიათება სასწავლებლიდან
ვ) სასწავლო ბარათი (კომისია იხელმძღვანელებს ბოლო სემესტრის მონაცემებით)
ზ) წარმატებულობისა და განსაკუთრებული მიღწევების დამადასტურებელი სათანადო დოკუმენტაციის სერტიფიკატები, სიგელები (არსებობის შემთხვევაში)
თ) ინვოისი (ცნობა პირის მიერ განცხადების შემოტანის პერიოდში სასწავლებლისთვის დარჩენილი გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე).
ი) შემდეგი კატეგორიების შემთხვევაში:
ი.ა) ობოლი დედით ან მამით, ან უდედმამო
ი.ბ) მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილი) წევრები
ი.გ) პირები, რომლებიც დაფიქსირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე
ი.დ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
ი.ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსის მქონე პირი
ი.ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად დაღუპულის შვილები, ზომიერად/მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები ან მათი შვილები
ი.ზ) აუტიზმის სპექტრის აშლილობის (ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0, F84.1, F84.2, F84.3, F84.4, F84.5, F84.8, F84.9 მქონე პირები.
ზემოაღნიშნული კატეგორიის პირებმა დამატებით უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ:
ა) განმცხადებლისა და მისი და ძმების დაბადების მოწმობების ასლები(მრავალშვილიანი ოჯახის შემთხვევაში)
ბ) მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობის (ფორმა NIV-50/4)
გ) მშობლის/მშობლების გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
დ) სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ სტუდენტი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულის შვილი ან მკვეთრად/მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანი ან მისი შვილი
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა № IV-100/ა, არაუმეტეს 2 თვით ადრე გაცემული განცხადების წარმოდგენიდან), რომელშიც დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკატორის (ICD-10) მიხედვით, პირის ძირითად დიაგნოზად მითითებულია განვითარების ზოგადი აშლილობების ჯგუფიდან ერთ-ერთი: F84.0; F84.1; F84.2; F84.3; F84.4; F84.5; F84.8; F84.9. და ასევე დიაგნოზის დასმისას გამოყენებულია შემდეგი ტესტები: - აუტიზმის შესაფასებელი ინსტრუმენტი (ADOS ან/და ADI-R); - ინტელექტის შესაფასებელი ინსტრუმენტი (WAIS-IV - Wechsler Adult Intelligence Scale, 4th edition ან/და WNV - Wechsler Nonverbal Scale of Ability ან ზრდასრულთა ინტელექტის შესაფასებელი ნებისმიერი საერთაშორისოდ აღიარებული ინსტრუმენტი); - ადაპტიური ფუნქციონირების შესაფასებელი ინსტრუმენტი (მაგ., Vineland - 2, Vineland Adaptive Behavior Scales, II edition ან ABAS-3 - Adaptive Behavior Assessment System Third Edition)
ვ) შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული სათანადო დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება მარტოხელა მშობლის (მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის) სტატუსი
ზ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მოწმობის ასლი, რითაც დასტურდება რომ სტუდენტი ეკუთვნის სოციალურად დაუცველ ოჯახს და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლი ან ნაკლებია 70 000-ზე (ცნობა გაცემული უნდა იყოს აღნიშნული პროგრამის სააპლიკაციო ვადის ფარგლებში).
უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამაზე პირველი კურსის პირველი სემესტრის დასაფინანსებლად საჭირო დოკუმენტების ნუსხა:
ა) განცხადება
ბ) CV
გ) აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან/და პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის ასლები
დ) უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამაზე ჩარიცხვის ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი
ე) ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული პროგრამის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი
ვ) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი სწავლის სემესტრული გადასახადის (დავალიანების) თაობაზე, სასწავლებლის შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მითითებით
ზ) უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი მოპოვებული გრანტის ოდენობის თაობაზე და თანადამფინანსებლის მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში)
თ) კონკურსანტის ქვეყანაში არყოფნის შემთხვევაში, შესაბამისი, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა
ი) კონკურსანტის საბანკო რეკვიზიტები
კ) აკადემიური მოსწრების შესახებ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ხელმოწერილი ან ბეჭდით დადასტურებული დოკუმენტი საშუალო საფეხურის GPA (ქულა დამრგვალების გარეშე) თაობაზე.
სამგზავრო ხარჯების დაფინანსება
(აფხაზეთიდან დევნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების რეზიდენტები)
განმცხადებლებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მინისტრის სახელზე
ბ) CV
გ) პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები
დ) ინვოისები არანაკლებ ორი კომპანიიდან
ე) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამეცნიერო საქმიანობასთან, კონფერენციებთან, აფხაზეთიდან დევნილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების, ავტორიზებული სამედიცინო/სტომატოლოგიური დაწესებულებების აკრედიტირებული პროგრამების რეზიდენტების სწავლასთან დაკავშირებული სამგზავრო ხარჯების დაფინანსებისას წარმოდგენილი უნდა იყოს ასევე მიწვევის, სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი
ვ) საჭიროების შემთხვევაში, უცხო ქვეყანაში შესვლის ნებართვა, ანუ ვიზა.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.3 „დისტანციური სწავლების სკოლა“
აფხაზეთის საშუალო და საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, არაფორმალური დისტანციური განათლების გზით ცოდნისა და უნარების განვითარების შესაძლებლობა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ხორციელდება ორი პროექტი - „ონლაინ საკვირაო სკოლა“ და ონლაინ კლასი - „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა“.
ქვეპროგრამის მიზანია დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეების არაფორმალურ დისტანციურ განათლებაში ჩართულობის, განათლების დონის ამაღლების, განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები: დროებით ოკუპირებული ტერიტორიის გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.4 „განათლება მომავლისათვის“
ქვეპროგრამა ითვალისწინებს არაფორმალური განათლების მნიშვნელობის გაძლიერებას მშვიდობის მშენებლობის საქმეში და წიგნიერების, განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებს აერთიანებს.
- აფხაზური ენის პოპულარიზაცია
- მასწავლებლის პროფესიის გაძლიერება, მხარდაჭერა
- ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა
- სპორტის განვითარება და პოპულარიზაცია
- ახალგაზრდების საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებების მხარდაჭერა
- არაფორმალური განათლების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
ტრენინგები, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და სხვადასხვა ტიპის არაფორმალური შეხვედრები, კონკურსები, სპორტული და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშემწყობი ღონისძიებები და სხვა.
სამიზნე ჯგუფები:
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის მოსწავლეები
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის პედაგოგები
- აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და დროებით ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულები
- აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული მოსწავლეები
- აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული სტუდენტები
- ღვაწლმოსილი პედაგოგები
- სსსმ და შშმ პირები
- საზოგადოების ფართო მასები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.5 აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა
აფხაზური ენის დაცვა, პოპულარიზაცია და განვითარება.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური დახმარება.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
აფხაზური ენის მასწავლებლების ფინანსური მხარდაჭერა.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების აფხაზური ენის პედაგოგები.
2.6 სტიპენდიები
„დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები“
ქვეპროგრამა ემსახურება სტუდენტებში აფხაზეთის თემატიკის გააქტიურებას/პოპულარიზაციას, ინტელექტუალური პოტენციალის განვითარებას. დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიების მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი მაგისტრატურისა და ბაკალავრიატის სტუდენტების მოტივაციის ამაღლება, აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების მხარდაჭერა.
სტიპენდიების მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წარდგინება
ბ) რეკომენდაცია
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) სტუდენტის სასწავლო ბარათი
ე) სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ვ) სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.
„აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია“
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების საგნების პოპულარიზაციას. აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად ცხადდება კონკურსი.
ქვეპროგრამის მიზანია მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების დისციპლინების პოპულარიზაცია.
სტიპენდიების მისანიჭებლად სტუდენტების წარდგენის უფლება აქვთ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წარდგინება
ბ) რეკომენდაცია
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) სტუდენტის სასწავლო ბარათი
ე) სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია
ვ) სიგელები, სერტიფიკატები არსებობის შემთხვევაში, ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ.
,,თამაზ ნადარეიშვილის, ლორიკ მარშანიას, გურამ გაბესკირიას, მიხეილ ჯინჭარაძის, მიხეილ კოკაიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, რაულ ეშბას, კობა მირზაშვილის სახელობის სტიპენდიები“
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული სტუდენტების განათლების ხელშეწყობა და წახალისება.
სამიზნე ჯგუფები:
- აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა) სტუდენტები.
- მათემატიკის, გამოყენებითი მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებებით წარმოჩენილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები.
- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად ჩარიცხული იძულებით გადაადგილებული პირები აფხაზეთიდან.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.7 პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა სკოლებში
ქვეპროგრამა ემსახურება ახალგაზრდებში პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ ინფორმირებულობის ზრდასა და საინტერესო პროფესიის ფარგლებში საბაზო უნარების განვითარებას.
ქვეპროგრამის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პროფესიული პირველადი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლების და დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო სკოლის მოსწავლეები/ახალგაზრდები.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.8 შემეცნებით-საგანმანათლებლო ბანაკები
ქვეპროგრამა მოიცავს სწავლასა და აქტიურ დასვენებას. ბანაკის ბენეფიციარები სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით გაივლიან ტრენინგ-სემინარებს, შეძლებენ შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების წარმოჩენა-განვითარებას, საინტერესოდ დასვენებასა და გართობას.
ქვეპროგრამის მიზანია მოზარდების განვითარება, სამოქალაქო ცნობიერების ამღლება, ინტეგრაციის ხელშეწყობა, დასვენება, პოზიტიური ემოციებისა და განწყობის უზრუნველყოფა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- საგნობრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ტრენინგები
- კულტურული და შემეცნებით-გასართობი ხასიათის ღონისძიებები
- სპორტულ – გამაჯანსაღებელი ღონისძიებები
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს დისტანციური სწავლების სკოლის ბენეფიციარები (დროებით ოკუპირებული გალის რაიონის საშუალო და აფხაზეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები).
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.9 ინოვაციური მიდგომები საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში
ქვეპროგრამა ითვალისწინებს აფხაზეთის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბუნებისმეტყველო (ფიზიკის) რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიებით აღჭურვას.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის საჯარო სკოლებში საბუნებისმეტყველო (ფიზიკის) საგნების სწავლების გაძლიერება, მოსწავლეებში კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- სკოლების ინფორმირება და განაცხადების რეგისტრაცია
- განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთის საჯარო სკოლები
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.10 სკოლისშემდგომი განათლების მხარდაჭერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების სასწავლო კურსის სტუდენტების ფინანსურ მხარდაჭერას.
ქვეპროგრამის მიზანია აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის კურსდამთავრებულთა უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები
- ბენეფიციართა განსაზღვრა და გადაწყვეტილების მიღება
სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის სტუდენტები აფხაზეთის დროებით ოკუპირებული ტერიტორიიდან.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
2.11 გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგთა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება
პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგებისა და ადმინტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური დახმარება.
პროგრამის მიზანია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები სკოლამდელი აღზრდისა და სახელოვნებო სკოლების პედაგოგებისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის ფინანსური მხარდაჭერა.
პროგრამის (ქვეპროგრამის) და სერვისის შემადგენელი კომპონენტები: ფინანსური დახმარება
სამიზნე ჯგუფები: დროებით ოკუპირებული გალის რაიონის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების (საბავშვო ბაღები), მუსიკალური და სამხატვრო სკოლების პედაგოგები და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალი.
საკონტაქტო პირი: ხათუნა შონია 577 09 22 39
3. წარმატებულ ხელოვანთა და სპორტსმენთა მხარდაჭერა
3.1„ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემია“
სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად კონკურსი ორ წელიწადში ერთხელ ცხადდება. საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის უფლება აქვს როგორც ფიზიკურ პირს, ასევე სასწავლო დაწესებულებას, შემოქმედებით და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგში საქმიანობს. კონკურსში გამარჯვებულს ენიჭება ნიკოლოზ თაბუკაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატის წოდება და დიპლომთან ერთად გადაეცემა ფულადი ჯილდო.
ქვეპროგრამის მიზანია: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების დარგის განვითარების ხელშეწყობა; ხელოვანთა წახალისება, მხარდაჭერა, მოტივაციის ამაღლება და შემოქმედების პოპულარიზაცია.
სამიზნე ჯგუფები: სახვითი (ფერწერა, ქანდაკება, გრაფიკა) და გამოყენებითი ხელოვნების დარგში მოღვაწე პირები.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა საკონკურსო ნამუშევარი უნდა წარმოადგინონ სამინისტროში, მიმდინარე წლის 20 ოქტომბრიდან 20 ნოემბრამდე (შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე), შემდეგ დოკუმენტაციასთან ერთად:
ა) საკონკურსო განაცხადი;
ბ) ავტობიოგრაფია;
გ) პირადობის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
3.2 „ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია“
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს (16-23 წლის ჩათვლით) სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში.
ქვეპროგრამის მიზანია : სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ვიქტორ სანეევის სახელის უკვდავყოფა, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენების წახალისება და მოტივაციის გაზრდა.
სამიზნე ჯგუფები: საქართველოს ეროვნული ან/და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რეგიონალური სპორტული ფედერაციების წევრი, აფხაზეთის სახელით მოასპარეზე, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა, წარმატებული სპორტსმენები.
ვიქტორ სანეევის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კომისიაში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება;
ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები და წარმატების დამადასტურებელი ფოტომასალა;
გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;
დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ვ) დევნილის მოწმობის ასლი.
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
3.3 „ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია“
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდია ენიჭებათ საკონკურსო წლისა და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული სპორტული მიღწევების მქონე ახალგაზრდებს (16 წლამდე) სპორტის ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და პარალიმპიურ სახეობებში.
ქვეპროგრამის მიზანია: სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ვიტალი დარასელიას სახელის უკვდავყოფა, აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა, წახალისება და მოტივაციის ამაღლება.
სამიზნე ჯგუფები: აფხაზეთიდან დროებით იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის სახელით მოასპარეზე 16 წლამდე ახალგაზრდა, პერსპექტიული სპორტსმენები, სპორტის როგორც ინდივიდუალურ ასევე გუნდურ სახეობებში.
ვიტალი დარასელიას სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კომისიაში წარდგენილ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) შესაბამისი სპორტული ფედერაციის წარდგინება (არადევნილი სპორტსმენის შემთხვევაში მითითებული უნდა იყოს, რომ სპორტსმენი შეჯიბრებებზე აფხაზეთის სახელით გამოდის);
ბ) სიგელები, დიპლომები, ჯილდოები და წარმატების დამადასტურებელი ფოტომასალა;
გ) მწვრთნელის რეკომენდაცია;
დ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია/CV;
ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
ვ) დევნილის მოწმობის ასლი (ეს პუნქტი არ ეხება სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში აფხაზეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენებს).
საკონტაქტო პირი: კახაბერ ძაძამია 555 38 43 49
4. კულტურულ ფასეულობათა დაცვა და პოპულარიზაცია
4.1 საგანმანათლებლო შემეცნებითი სემინარები
ქვეპროგრამის მიზანია საზოგადოების ფართო ფენების და განსაკუთრებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის, აფხაზეთ