ტელეფონი: 143 (ზარი უფასოა), (+995 32) 223 40 20
ელ.ფოსტა: justice@abkhazia.gov.ge
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ე, 0186, თბილისი, საქართველო
2026 წლის პროგრამები
სამშვიდობო ინიციატივები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ნდობის აღდგენის მხარდაჭერა და დილოგისკენ მიმართული შესაძლებლობების გაძლიერება
პროგრამა ითვალისწინებს: სხვადასხვა არაფორმალური საგანმანათლებლო, პროფესიული, კულტურული და სხვა აქტივობების (საინფორმაციო კამპანიები, კონკურსები, ვებინარები, სამშვიდობო დისკუსიები, კონფერენციები, კვლევები, ტრენინგები, სასწავლო კურსები, გამოფენები, ბეჭდვითი მასალა და სხვა) განხორციელება.
პროგრამის მიზანია: აფხაზეთიდან დევნილი და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო საზოგადოების ინტეგრაციის მხარდაჭერა; შერიგებაზე, დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული სხვადასხვა მიმართულების პროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეები.
1. მშვიდობისა და ნდობის აღდგენის მხარდაჭერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს: ქართულ-აფხაზური ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, სამშვიდობო პროცესების გააქტიურებას; კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის კომუნიკაციისა და ურთიერთობების გაძლიერებას; მხარეებს შორის კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი და ხელოვნურად გაღვივებული გაუცხოების დაძლევასა და დიალოგის მხარდაჭერას; პრაგმატული მნიშვნელობის საკითხებზე თანამშრომლობის გაღრმავებას სამოქალაქო სექტორის სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით.
ქვეპროგრამის მიზანია:
- ქართული და აფხაზური საზოგადოებების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება
- შერიგების, ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებში აკადემიური წრეების, სამოქალაქო სექტორის, სახელმწიფო სტრუქტურების, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება
- ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და კომუნიკაციის გაძლიერება
- სახალხო დიპლომატიის, როგორც სამოქალაქო ინტეგრაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის გააქტიურება
- აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივებისა და ჩართულობის ხელშეწყობა
- ახალგაზრდობის, მათ შორის მოხალისეთა ჩართულობის გაძლიერება სამშვიდობო პროცესებში
- ევროპული სამშვიდობო და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოცდილების გაზიარება
- ციფრული დიპლომატიისა და მედიის, როგორც სამშვიდობო რესურსის მხარდაჭერა
- სოციალური ან/და საინფორმაციო მხარდაჭერა კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის
- ობიექტური და რეალური ინფორმაციის გაცვლისა და ახლებური ტიპის დიალოგის მხარდაჭერა
- ქართულ-აფხაზური საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლებისა და ისტორიული ფიგურების პოპულარიზაცია
- ჰუმანიტარული, სოციალურ-ეკონომიკური, კვლევითი, სამართლებრივი, საგანმანათლებლო, კულტურული და სხვა პროექტების განხორციელების ხელშეწყობა
- ჩატარებული კვლევების საფუძველზე დევნილთა საჭიროებებისა და ინტერესების იდენტიფიცირება, რაც საფუძვლად დაედება სამინისტროს შემდგომ სამოქმედო გეგმას
- კონკურსებისა და ღონისძიებების მეშვეობით აფხაზეთის თემის პოპულარიზაცია და ამ პროცესში ჩართული მონაწილეების წახალისება
- აფხაზეთიდან დევნილი საზოგადო მოღვაწეებისა და ღვაწლმოსილი პირების წახალისება და მათი ღვაწლის საზოგადოებრივი აღიარება
- ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია
სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.
2. სამოქალაქო ინტეგრაცია და დევნილ ემიგრანტთა მხარდაჭერა
ქვეპროგრამა ითვალისწინებს: კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოების ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობას; ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის კონსტრუქციული ურთიერთობების ფორმირებისა და განვითარებისათვის, სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას და საზოგადოებრივი აქტივობის ზრდას; უცხოეთში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობით, ქართულ-აფხაზური დიალოგის ხელშეწყობასა და ქართულ-აფხაზური საერთო ტრადიციებისა და ფასეულობების პოპულარიზაციას.
ქვეპროგრამის მიზანია:
- აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამოქალაქო ინტეგრაციის მხარდაჭერა
- ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების ფარგლებში სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა
- ბენეფიციართა შესაძლებლობების გაძლიერება კომპეტენციის ამაღლების, აქტიური მოქალაქეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარების გზით
- ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ ცნობიერების ამაღლება
- აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების სამართლებრივი საკითხების უზრუნველყოფის მხარდაჭერა
- საინფორმაციო და სოციალური მხარდაჭერა კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისათვის
- ცნობიერების ამაღლება ევროპულ და ევროატლანტიკურ საკითხებზე
- სახალხო და ციფრული დიპლომატიის რესურსის გააქტიურება ნდობის აღდგენისა და შერიგებისთვის
- დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა
- აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე, აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები და ემიგრაციაში მყოფი აფხაზეთის თემატიკით დაინტერესებული პირების ინიციატივებისა და საქმიანობის მხარდაჭერა
- დევნილ ქალთა როლის გაძლიერება ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის პროცესში
- მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობა
- დეოკუპაციისა და არაღიარების სახელმწიფო პოლიტიკის მხარდაჭერა
- დიასპორულ ორგანიზაციებთან ურთიერთობის გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება
- უცხოეთში მცხოვრები დევნილი თანამემამულეებისა და უცხოეთში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების ჩართულობის მხარდაჭერა სამშვიდობო პროცესებში
- ქართულ-აფხაზური საერთო ისტორიის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაცია
სამიზნე ჯგუფი: აფხაზეთიდან დევნილის სტატუსის მქონე და აფხაზეთის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები, საზღვარგარეთ მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი თანამემამულეები.
