აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

ტელეფონი: (+995 32) 214 00 83

ელ.ფოსტა: economy@abkhazia.gov.ge 

მისამართი: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა №15ა, 0186, თბილისი, საქართველო

 

სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტო“

2023 წლის პროგრამები (ქვეპროგრამები)

 

 ეკონომიკური სერვისების მიწოდების“ პროგრამა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის ეკონომიკური სერვისების მიწოდება როგორც საკონსულტაციო-საინფორმაციო გზით, ასევე პროდუქტიული მომსახურეობისა და მატერიალურ-ტექნიკური მხარდაჭერის მეშვეობით.

პროგრამა 4 შემადგენელი ქვეპროგრამის იმპლემენტაციის მეშვეობით განხორციელდება:

  • დასაქმების ხელშეწყობა;
  • ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობა;
  • ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
  • ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობა.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

1. „დასაქმების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების დასაქმების/თვითდასაქმების მიზნით, ეკონომიკური, სამეწარმეო და პროფესიული საქმიანობის წამოწყებისა და განვითარების პროცესში მხარდაჭერის გაწევა.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

2. „ეკონომიკური საქმიანობის მომსახურეობის“ ქვეპროგრამა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მდებარე ცენტრ „აფხაზეთის“ უშუალო ჩართულობით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირებისათვის ეკონომიკური, პროფესიული და სამეწარმეო ხასიათის საინფორმაციო-საკონსულტაციო და ტექნიკური მომსახურებისა და სერვისების გაწევა და მიწოდება.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის ჩართულობით, აფხაზეთიდან დევნილებისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა ბიზნეს-პროექტებისა და საქმიანი წინადადებების მომზადებისა და შემუშავების პროცესში.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

3. „ეკონომიკური მომსახურეობა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე“ ქვეპროგრამა

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, საიმუნიზაციო, ვეტერინარული და მცენარეთა დაცვითი (ძირითადად, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები) პრეპარატების მიწოდებისა და შესაბამისი მომსახურების უზრუნველყოფა.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

4. „ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადების მომსახურეობის“  ქვეპროგრამა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებელი და საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად სერვისების მიწოდება.

კერძოდ:

  • ინფრასტრუქტურულ ნაწილში დეფექტური აქტების შედგენა;
  • საჭიროების შემთხვევაში, პროექტების არქიტექტურული და კონსტრუქციული ნაწილების აზომვების გაკეთება;
  • ლოკალურ-რესურსული ხარჯთაღრიცხვის მომზადება.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

ეკონომიკური საქმიანობის მხარდაჭერის“ პროგრამა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის, მათ შორის, აგროსამრეწველო მიმართულებით, წახალისება და გაძლიერება.

პროგრამა განხორციელდება 2 შემადგენელი ქვეპროგრამის იმპლემენტაციის მეშვეობით:

  • დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა;
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მხარდაჭერა.

პროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

1. „დევნილთა სამეწარმეო საქმიანობის გაძლიერება“ ქვეპროგრამა 

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების არსებული სამეწარმეო საქმიანობის, მათ შორის, აგრარული მიმართულებით, პრაქტიკული მხარდაჭერა, გაუმჯობესება და გაძლიერება.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

2. „სასოფლო-სამეურნეო და ენდემური კულტურების წარმოების მხარდაჭერის“ ქვეპროგრამა

აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირების ხელშეწყობა სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების პროცესში, გარკვეული ნერგებით უზრუნველყოფის გზით.

სახელმწიფო პროგრამაში „დანერგე მომავალი“ აფხაზეთიდან დევნილების ჩართულობის ხელშეწყობა, მათი შესაძლო თანადაფინანსება.

ქვეპროგრამის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ: აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირები.

 

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა: saagento.ek@gmail.com

მისამართი: თბილისი, მ. თამარაშვილის ქ. №15ა;

საკონტაქტო პირები:

  • ჯანო ქირთბაია - 599 855369
  • თეა კვარაცხელია - 579 113897

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა“

 

მისამართი: თბილისი, ვაჟა–ფშაველას გამზ. N16.

პალატის სერვისების ბენეფიციარები არიან :აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეები.

 

1. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის ელექტრონულ ბიზნეს კატალოგში განთავსება (ელექტრონული ბიზნეს კატალოგის ბმული: chamber.abcci.ge)

ელექტრონული ბიზნეს კატალოგის საშუალებით მომხმარებელს ეძლევა საშუალება გაეცნოს აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების საქმიანობას, მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას, პირდაპირ დაუკავშირდეს მეწარმეებს  თანამშრომლობისათვის ან პროდუქციის შესაძენად.

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

ტელეფონი: 595 23 14 17

 

2. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის პროექტისა და ბიზნეს გეგმის შედგენაში დახმარება (ფინანსური წყაროების მოპოვების მიზნით, საგრანტო კონკურსებში მონაწილეობისათვის ბიზნეს გეგმების შედგენაში დახმარება) 

საქონტაქტო პირი: ლევან კვარაცხელია

ელ.ფოსტა: kvaratskhelia.levan.abcci@gmail.com 

ტელეფონი: 577 18 18 24

 

3. ბიზნეს-შეხვედრების, ვიზიტების, B2B შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება, კომპანიებისა და მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com 

ტელეფონი: 595 23 14 17

 

4. ბიზნეს-სექტორისათვის დარგობრივი, თემატური სემინარებისა და ტრენინგების ორგანიზება, კომპანიებისა და მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა

საკონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

ტელეფონი: 595 23 14 17

 

5. ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის ორგანიზება, მცირე და საშუალო მეწარმეების საქმიანობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია

საქონტაქტო პირი: ნანა მაჭარაშვილი

ელ.ფოსტა: abcpalata@gmail.com

ტელეფონი: 595 23 14 17

 

6. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო სპეციალური თანხმობისა და სპეციალური საწარმოს სტატუსის მისაღებად კონსულტაციების გაცემა. კომპანიებისა და მეწარმეებისათვის  ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ბიზნესსაქმიანობის დასაწყებად, კონსულტაციის გაცემა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად

საკონტაქტო პირი: გოგიტა თედორაძე

ელ.ფოსტა: tedoradze.mark@gmail.com

ტელეფონი: 599 60 33 55

 

7. დაინტერესებული კომპანიისათვის ბიზნეს პარტნიორების მოძიება, კომპანიებისა და მეწარმეების ბიზნესსაქმიანობის ხელშეწყობა

საკონტაქტო პირი: გოგიტა თედორაძე

ელ.ფოსტა: tedoradze.mark@gmail.com

ტელეფონი: 599 60 33 55

 

8. სამართლებრივი კონსულტაცია. აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეებისათვის, მათი საქმიანობიდან გამომდინარე, სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხარატი

ელ. ფოსტა: a_kharati@yahoo.com

ტელეფონი: 577 52 77 07

 

9. ფორს-მაჟორის დადასტურება

საკონტაქტო პირი: ავთანდილ ხარატი

ელ. ფოსტა: a_kharati@yahoo.com

ტელეფონი: 577 52 77 07

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრი - ბიზნეს-ინკუბატორი

 

1. სტაჟირებასწავლება სსიპ-ის მოიჯარეთა არსებულ ბაზაზე

დასაქმების და/ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველებისათვის კვალიფიკაციის ამაღლება და/ან ახალი სპეციალობის  დუალური სწავლების მეთოდით შესწავლა, სსიპ–ის მოიჯარეთა ბიზნესების (საწარმოების) ბაზაზე, ხელშეკრულებებით წინასწარ განსაზღვრული პირობებით, უსასყიდლოდ.

პროგრამით მოსარგებლეები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

კოორდინატორი: მამუკა ცხვარაძე 599 46 81 82

ელ.ფოსტა: cxvaradze.mamuka@mail.ru

 

2. სტაჟირება–სწავლება სსიპ-ის არსებული სასწავლო ბაზის გარეთ

პროგრამა ითვალისწინებს დასაქმების და/ან საკუთარი ბიზნესის წამოწყების მსურველთა იმ კატეგორიას, რომლებსაც სურვილი აქვთ შეისწავლონ შრომით ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიები/ბიზნესები, მაგრამ  სსიპ–ის ტერიტორიაზე არ ფუნქციონირებენ. მოეწყობა სასწავლო კურსები კერძო საწარმოების ბაზაზე, რომლებიც ფუნქციონირებენ სსიპ–ის მიმდებარედ ან მისთვის მისაწვდომ გეოგრაფიულ არეალში. 

პროგრამით მოსარგებლეები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

კოორდინატორი: მამუკა ცხვარაძე 599 46 81 82

ელ.ფოსტა: cxvaradze.mamuka@mail.ru

 

3. სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების ხელშეწყობა შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნებისა და არსებული ვაკანსიების შესახებ

სსიპ სამუშაოს მაძიებელთა დასაქმებისა და/ან საკუთარი ბიზნესების წამოწყებისათვის აუცილებელ შესაძლებლობებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით, შესაბამისი ბაზის და სხვა საჭირო რესურსების მოძიება, შრომის ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესახებ მათი ინფორმირება.

პროგრამით მოსარგებლეები: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები.

 

კოორდინატორი: გოჩა კუჭუხიძე 558 17 70 47

ელ.ფოსტა: zombre@mail.ru