დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია დაესწრო.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ დავით ნარმანიას აფხაზეთის მთავრობის ახალი შემადგენლობა გააცნო. შეხვედრაზე დევნილთა სფეროში მიმდინარე პრობლემებზე, მათი მოგვარების გზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ღონისძიებებზე იმსჯელეს.
დავით ნარმანიამ აფხაზეთია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს ინფრასტუქრტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროს მიმდინარე და სამომავლო პროექტები, მათ შორის დევნილთა მიმართულებით დაგეგმილი და განსახორციელებელი პროგრამები გააცნო. მინისტრის განცხადებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები სპეციალური დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომებს დაესწრებიან. „კომისიები, რომელსაც მე ვხემძღვანელობ და დაკავშირებულია გამყოფ ხაზთან თუ დევნილთა საკითხების მოგვარებასთას, სათათბირო ხმის უფლებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრები ჩაერთვებიან", - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
მთავრობის სხდომაზე შვიდ საკითხი განიხილებოდა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქრტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი. კანონპროექტი ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროების ლიკვიდაციასა და მათ ნაცვლად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შექმნას. ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტუქტურებში საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებულ ხარვეზებსა და სამომავლოდ საწვავის მიზნობრივ გამოყანებაზე ისმჯელეს.