დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაფუძნებული შ.პ.ს.-ების 2015 წლის ფინანსური ანგარიში.
მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს სამეგრელოს რეგიონში განლაგებული სამედიცინო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ და ინფორმაცია აფხაზეთის მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ.