2016 წლის 19 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017-2020 წლების პრიორიტეტული მიმართულებები.

მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია აფხაზეთის ოთხ საჯარო სკოლაში ჩატარებული სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვების შესახებ.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების დეპარტამენტმა წარადგინა მიმდინარე წლის 6 თვეში გაწეული საქმიანობის ანგარიში.