დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი. პროექტის მიხედვით „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტი 1 055 350 ლარით მცირდება, რომელიც შრომის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციულ ხარჯებს მოიცავს. ამავდროულად 20%-ით იზრდება სოციალური უზრუნველყოფის ხარჯები.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა მოიწონეს აღნიშნული პროექტი და განსახილველად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს გადაუგზავნეს.