2017 წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ" რომელიც ითვალისწინებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან დევნილი, სხვადასხვა სოციალურ კატეგორიას მიკუთვნებული მოქალაქეებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევას. ამ მიზნით 2017 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული თანხები გასულ 2016 წელთან შედარებით გაზრდილია ერთნახევარჯერ. აგრეთვე, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ". პროექტი ითვალისწინებს დევნილთათვის გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას, რომელიც გასულ წელს გამოყოფილ თანხებთან შედარებით გაორმაგებულია.