2016 წლის 24 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს  „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის გამოცხადებული პრიორიტეტების შესაბამისად დამატებითი თანხები გამოყოფილ იქნა ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებისათვის.

ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის  2016 წლის 25 თებერვლის დადგენილებაში შევიდა ცვლილება, რის საფუძველზეც დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები გაიზარდა.

ამასთანავე,სხდომაზე განიხილეს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.