2017 წლის 17 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოსა" და სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს" 2016 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ, აგრეთვე ინფორმაცია აფხაზური ენის პროპაგანდის, შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში არსებული  მდგომარეობის შესახებ.