2017-03-31 |
მთავრობის აპარატი
2017 წლის 31 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზური ენის პროპაგანდის, შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში არსებული მდგომარეობა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „ნორმატიული აქტების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე და აფხაზეთის სამართლებლივი აქტების სხვა პროექტები.