დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ". აგრეთვე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი და 2018 წელს აფხაზეთის მთავრობის სხდომებზე განსახილველ საკითხთა ნუსხა.