2018 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის მორიგი ხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილულ იქნა აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარების საქმეში არსებული მდგომარეობა და სამომავლო ამოცანები.

აგრეთვე, მოისმინეს ინფორმაციები აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ-ებისა და სსიპ „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტოს“ 2017 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ.

მთავრობის სხდომაზე დამატებით საკითხად განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მიღებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები.