დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები, მიღებულ იქნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შესაბამისი განკარგულება.
მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოხსენება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ". ასევე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობების 2016 - 2017 წლების საქმიანობის შემოწმების შედეგების შესახებ ინფორმაცია.
მთავრობის წევრები გაეცნენ აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებისათვის ყოველწლიურად საზაფხულო არდადეგების ესპანეთში გატარების მიზნით ესპანურ ორგანიზაცია - ინტეგრაციისა და სოლიდარობის ფონდ „Finsol"-თან წლების მანძილზე ურთიერთთანამშრომლობის შედეგებს და განიხილეს მომავალი პერსპექტივები.