აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემავალმა დეპარტამენტებმა და სსიპ-ებმა მთავრობის წევრებს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდა:
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა მიმოიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგები, რომლებიც მოიცავდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიზნეს სექტორისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მართული ორი ორგანიზაციის ძირითადი სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების მიერ 2017-2018 წლებში გატარებულ ღონისძიებებს.დეპარტამენტმა გასულ წელს გამოსცა ყოველკვარტალური და წლიური სტატისტიკური ბიულეტენები და კრებულები, რომელიც აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს წარედგინა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებები ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროექტებში დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამებისა და საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი 2018 წელს ახორციელებდა სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქმიანობის წლიური და კვარტალური შედეგებიდან გამომდინარე, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და რეალიზაციის მონიტორინგს.
2018 წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა ფინანსური კონტროლის გამკაცრებისა და რისკების შემცირების მიზნით გეგმური აუდიტი განახორციელა შემდეგ ორგანიზაციებში: შპს. „აფხაზეთიდან იგპ გლდანის რეგიონალური პოლიკლინიკა“ (საოჯახო მედიცინის ცენტრი „დიოსკურია“), შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთი“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ ქალთა კონსულტაცია“, შპს. „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი - „ცხუმი“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ წყალტუბოს პოლიკლინიკა“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ ფოთის პოლიკლინიკა“ და შპს. „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი - „ბიჭვინთა“. აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებებისგამოსასწორებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.
სსიპ. „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ“ 2018 წელს განახორციელა დაბა წყნეთში დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ადგილებში საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების მონიტორინგი დისტანციური მეთოდით და მათი პრევენციისთვის წინადადებები შეიმუშავა. ასევე, გეოლოგიურ ფონდებში არსებული მასალების საფუძველზე შეიქმნა გაგრისა და გუდაუთის რაიონების მტკნარი, თერმული და მინერალური წყლების ელექტრონული გეოინფორმაციული პაკეტები.
სააგენტოს ინიციატივით მოეწყო კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი“. კონფერენციაზე ხაზი გაესვა იმ საგანგაშო ეკოლოგიურ ვითარებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ინერტული მასალების მოპოვებამ გამოიწვია.
სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის 2018 წლის საქმიანობის შესახებ. საქვეუწყებო დაწესებულებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალების შესაბამისად შეიმუშავა და წარმოადგინა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი გადაუდებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებები რეგიონების მიხედვით.