2019 წლის 20 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელმა რუსლან აბაშიძემ პირველი სხდომა გამართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი ესწრებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად გასატარებელი ღონისძიებები, ასევე  დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის,  ჟიული შარტავას  და  აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდიების დაწესებისა და მინიჭების წესში ცვლილების შეტანის თაობაზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი.

დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის  ა/რ  განათლებისა და კულტურის, ასევე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელები წარუდგინა.