2019 წლის 5 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის შესახებ.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს“ ლიკვიდაციის შესახებ.

ასევე მოისმინეს ინფორმაცია აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.