2019 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიში. ასევე, ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ წარმატებული სტუდენტი ახალგაზრდების მხარდაჭერის გასაუმჯობესებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

მოისმინეს ანგარიში სავალდებულო სამხედრო სამსახურში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული წვევამდელების 2019 წლის საგაზაფხულო გაწვევის შედეგების შესახებ.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2020-2023 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი და ასევე, სტრუქტურული რეორგანიზაციის მიმდინარე საკითხები.