დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე 2021 წლის იანვრის თვეში მომხდარი სტიქიის - ხანძრის შედეგად გამოწვეული ზარალის შესწავლისა და აღმოფხვრის მიზნით შექმნილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაცია. აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დახმარებას გაუწევს.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.