2021 წლის 14 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა მოისმინეს იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის ინფორმაცია მინისტრის აპარატის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში წარმოდგენილი საკანონმდებლო აქტების პროექტების აფხაზეთის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში განხილვის შედეგების შესახებ.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022-2025 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.