აფხაზეთის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

სხდომაზე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრმა ლევან თევზაიამ მინისტრის მოადგილე მურად აბლოთიასთან ერთად აფხაზეთის მთავრობის წევრებს უწყების მიერ 2021 წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. მინისტრმა სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით განხორციელებული პროგრამების, ინიციატივებისა და პროექტების შესახებ ისაუბრა.

მიმდინარე წელს სამინისტროში პირველად 5-დან 15-მდე გაიზარდა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროგრამების რაოდენობა. გაიზარდა, ასევე, სამინისტროს პროგრამული დაფინანსების მაჩვენებელი და შემუშვდა დევნილთა საჭიროებებზე მორგებული ახალი პროგრამები.
საანგარიშო პერიოდში უწყების მიერ „დევნილთა სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფინანსური დახმარება გაეწია 1857, ხოლო „აფხაზეთიდან დევნილი ომისა და სამხედრო ძლების ვეტერანების მხარდაჭერის“ პროგრამით 279 დევნილ ოჯახს. „დევნილთა დროებითი საცხოვრებლის უზრუნველყოფის“ პროგრამით ისარგებლა 56, ხოლო „განსახლების ობიექტებში მცხოვრები დევნილი ოჯახების გამრიცხველიანება/აბონირების“ პროგრამით 34 ოჯახმა. ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში, პეკინის 41-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის, სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.
აფხაზეთის დევნილთა სამინისტროს მიერ, კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით, განახორციელა საქველმოქმედო აქტივობები ათეულობით უკიდურესად შეჭირვებული და მრავალშვილიანი დევნილი ოჯახისთვის.

სამინისტროს დევნილთა მომსახურების სააგენტოს მიერ საერთო სარგებლობის ფართების დაკანონების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 50 ობიექტზე მომზადდა აზომვითი ნახაზი. დევნილთა სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციის ცენტრში იურიუდიული კონსულტაცია გაიარა 208 ბენეფიციარმა, განსახლების ობიექტებში ჩატარდა კომპლექსური კვლევები და სადეზინფექციო სამუშაოები, 96 ობიექტზე შეფასდა და განხორციელდა აღწერითი სამუშაოები, დევნილთა განსახლების 280 ობიექტს ჩაუტარდა დეზინფიცირება.

სააგენტომ ასევე მოიპოვა მცირე გრანტი სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოსგან, რომლის ფარგლებში ხონის მე-4 საჯარო სკოლაში მოეწყობა კომპიუტერული ლაბორატორია.

სხდომის ბოლოს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ შედეგები შეაჯამა და მთავრობის წევრებთან ერთად უწყების სამომავლო ხედვებსა და გეგმებზე ისაუბრა. სხდომას აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვისა და ნდობის აღდგენის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი და აფხაზეთის მთავრობის აპარატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.