2021-10-22 |
მთავრობის აპარატი
2021 წლის 22 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2021 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის ფორმირების მიმდინარეობის შესახებ.
სხდომაზე, ასევე, განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.