2022-01-28 |
მთავრობის აპარატი
2022 წლის 28 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებების პროექტები, რომლებიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სახელწოდებაში შეტანილი ცვლილებიდან გამომდინარეობს.
ასევე, განიხილეს სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მიმდინარე სიკითხები.