2022 წლის 22 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა.

სხდომაზე ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023-2026 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები.