2023 წლის 24 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის წევრებს გააცნო ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს ასევე დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.