2023-07-24 |
მთავრობის აპარატი
2023 წლის 24 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024-2027 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი.
სხდომაზე ასევე მოისმინეს წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2023 წლის საგაზაფხულო გაწვევის შედეგების შესახებ ინფორმაცია და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.