2016 წლის 15 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის დადგენილებით დაარსდა ჟიული შარტავასა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობითი სტიპენდიები, რომელიც მიღწევებითა და წარმატებით წარმოჩენილ სტუდენტების მინიჭებათ.

სხდომაზე განიხილეს საკითხი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის სრულყოფისა და დახვეწის შესახებ და სხვა მიმდინარე საკითხები.