დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.
სხდომაზე მთავრობამ მოიწონა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის - 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი. ასევე, მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის 2024 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ და განსახილველად გადაეგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე დაგეგმილი სპორტული აკადემიის მშენებლობისთვის განსახორციელებელი სამუშაოებისა და სსიპ „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აშენების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.
სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.