ანაკლიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

ანაკლიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა სპეციალური მიმართვით გახსნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზურ ენაზე მიმართა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - აფხაზეთის სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, პოლიკლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტის გზები განიხილეს.

საუბარი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, დროებით დევნილი, მოსახლეობისთვის განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.

სხდომის  ფორმატში მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.