აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.
სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა 2025 წლის გეგმები განიხილეს.
ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის მომავალი წლის ბიუჯეტი მაქსიმალურად გამჭვირვალე და დევნილთა საჭიროებებზე ორიენტირებული იქნება.
დევნილთა პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათზე დროული რეაგირებისთვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცხელი ხაზი - 143 ამოქმედდა. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული მოქალაქეები მათთვის საჭირო ყველა კითხვაზე დროულ და ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ.