2015-11-27 |
მთავრობის აპარატი
2015 წლის 27 ნოემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
სხდომის დღის წესრიგში შეტანილი იყო და განიხილეს აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის, აფხაზეთის დევნილთა საქმეების დეპარტამენტის, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და აფხაზეთის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ხუთი ძირითადი და ერთი დამატებითი საკითხი.