2024 წლის 20 ნოემბრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა მთავრობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

ლევან მგალობლიშვილის განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის 2025 წლის პრიორიტეტული მიმართულებები განათლება, ჯანდაცვა და ინფრასტრუქტურა იქნება.

მომავალ წელს დაგეგმილია სამინისტროების პროგრამული ნაწილისა და დაფინანსების ზრდა, რაც აფხაზეთიდან დროებით დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

ანაკლიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

ანაკლიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა, რომელიც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა სპეციალური მიმართვით გახსნა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ აფხაზ თანამოქალაქეებს აფხაზურ ენაზე მიმართა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები - აფხაზეთის სკოლამდელ დაწესებულებებსა და საჯარო სკოლებში არსებული მდგომარეობა, პოლიკლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და ჯანდაცვის სფეროში არსებული საჭიროებების ეფექტიანად გადაწყვეტის გზები განიხილეს.

საუბარი შეეხო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მცხოვრები, დროებით დევნილი, მოსახლეობისთვის განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებს.

სხდომის  ფორმატში მთავრობის წევრებმა მიმდინარე წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

2024 წლის 7 ოქტომბრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილის ხელმძღვანელობით აფხაზეთის მთავრობის სხდომა გაიმართა.

სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გამჭვირვალობის აუცილებლობაზე ისაუბრა, რაც დევნილი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს. ასევე, ყურადღება გაამახვილა დროებით დევნილ მოსახლეობასთან აქტიური შეხვედრებისა და პირადი კომუნიკაციის აუცილებლობაზე.

„მინდა გთხოვოთ თითოეულ მინისტრს, რომ თქვენს უწყებებთან ერთად, გახვიდეთ კომპაქტური დასახლების ადგილებში და კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა. აქვე მინდა, შევეხო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი და თანხების მიზნობრიობა გაკონტროლდეს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროცესის გამჭვირვალობა იყოს უზრუნველყოფილი, რათა დევნილმა მოსახლეობამ იცოდეს თუ რა მიზნით და სად იხარჯება მათი თანხები“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

მთავრობის წევრებმა სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე აფხაზეთის საჯარო სკოლებსა და აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო  დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ.

2024 წლის 23 სექტემბრის აფხაზეთის მთავრობის სხდომა
დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებული შემადგენლობით მთავრობის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა პირველი სხდომა გამართა.
 
სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და დეპუტატებს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
 
"დღეს პირველი მთავრობის სხდომაა და მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერ-მინისტრს, უმაღლესი საბჭოს დეპუტატებს, მადლობა ჩვენს პოლიტიკურ გუნდს ჩემდამი გამოცხადებული ნდობისათვის. ჩემთვის დიდი პატივია დავიკავო ის პოზიცია, რომელი პოზიციაც ერთ დროს ეკავა ბატონ ჟიული შარტავას, ბატონ თამაზ ნადარეიშვილს. მათი ოცნება აუხდენელი, რომ ენახათ გაერთიანებული საქართველო, მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ახდება და ჩვენ ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან ერთად ვიზეიმებთ ამ დიდ გაერთიანებას და ერთად შევაღებთ ევროკავშირის კარებს ჩვენი ღირსებით, ადათ-წესებით და ტრადიციებით გავხდებით ღირსეული წევრი ევროკავშირის. ვეცდები, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანო ამ პროცესში“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.
 
მისივე თქმით, აფხაზეთის მთავრობის უპირველეს პრიორიტეტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისთვის ძალისხმევის გაძლიერება წარმოადგენს.
შეხვედრაზე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძეს წლების განმავლობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე მადლობა გადაუხადა მთავრობის ყოფილ მინისტრებს - ნანა გაბელიას, ლევან ჩაკვეტაძეს, გიორგი გაბედავას და ოთარ გარმელიას, რომელიც წლების განმავლობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის პოზიციას იკავებდა.
 
დღესვე, მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის წევრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის ახალი უფროსი ნოდარ ჯალაღონია წარუდგინა.
 
ლევან მგალობლიშვილმა სხდომის ფორმატში მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.
 
მთავრობის წევრებმა სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამთავრობო პროგრამის განსახორციელებლად გასატარებელი ღონისძიებები. თავმჯდომარემ ბრძანება გასცა, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს აფხაზეთის მთავრობის, სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კიდევ უფრო მეტად კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა დევნილი მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით.
2024 წლის 30 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებებში განსახორციელებელი ცვლილებები და დამატებები.

2024 წლის 23 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობამ მოიწონა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმის - 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი. ასევე, მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რეპუბლიკის 2024 წლის 6 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ და განსახილველად გადაეგზავნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.

მთავრობის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია სსიპ „კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე დაგეგმილი სპორტული აკადემიის მშენებლობისთვის განსახორციელებელი სამუშაოებისა და სსიპ „აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „აფხაზეთის“ ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე ახალი შენობა-ნაგებობის აშენების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

სხდომაზე ასევე განიხილეს დღის წერიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.

2024 წლის 2 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია.

განიხილეს „გიორგი შარვაშიძის სახელობის პრემიის დაწების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2009 წლის 22 იანვრის №1 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები.

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები და სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.

2024 წლის 11 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - 2025-2028 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი.

მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების რეორგანიზაციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მიმდინარე ცვლილებების თაობაზე.

სხდომაზე ასევე მოისმინეს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატისათვის უფლებამოსილების დელეგირების მინიჭების თაობაზე ხელშეკრულების პროექტის შესახებ ინფორმაცია.

განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

2024 წლის 21 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის წევრებმა განიხილეს მთავრობის დადგენილების პროექტები აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სისტემაში არსებული ცალკეული საჯარო სამართლის იურიდიული პირების დაქვემდებარების ცვლილებების თაობაზე.

მთავრობის წევრებმა ასევე განიხილეს აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირ - „სულიერების ცენტრის“ სახელწოდების შეცვლის შესახებ“ და აფხაზეთის მთავრობის განკარგულების პროექტი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „სულიერების ცენტრის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2020 წლის 31 იანვრის № 10 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროებსა და მათდამი დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში, ასევე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის კუთხით არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

2024 წლის 10 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

მთავრობის თავმჯდომარე სხდომაზე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოში ე.წ. „განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“ მიღებულ ისტორიულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, საერთაშორისო ასპარეზზე, კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა.

„საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა. სტრასბურგის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება წარმოადგენს რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ქმედებების სამართლებრივ შეფასებას, რომელიც ადასტურებს, რომ რუსული ოკუპაციის პირობებში ყოველდღიურად ირღვევა ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და უსაფრთხოების, საკუთრებისა და თავისუფლად გადაადგილებების უფლებები. აღნიშნული გადაწყვეტილება თავისი არსით წინგადადგმული ნაბიჯია საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით დევნილი საზოგადოების ლეგიტიმური უფლებების დაცვის, სამართლიანობის აღდგენისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების სამშვიდობო და თანმიმდევრული პოლიტიკით, აგრეთვე საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2024 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, ასევე, აფხაზეთის მთავრობის დადგენილების პროექტი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ რეორგანიზაციისა და მის ბაზაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოს“ შექმნის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2022 წლის 8 თებერვლის №6 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

მთავრობის წევრებმა სხდომის ფორმატში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის მიერ 2024 წელს დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები.

2024 წლის 27 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წელს რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა მიმდინარე საკითხები განიხილეს.

2024 წლის 28 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობისა და ა(ა)იპ – „სულიერების ცენტრის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

2024 წლის 23 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა ა(ა)იპ – ,,აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებებთან კოორდინაციის სააგენტოს“, ,,საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოსა” და ა(ა)იპ – ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

2024 წლის 21 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

სხდომაზე მთავრობის წევრებმა სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტაჟირების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრ – „ბიზნესინკუბატორის“, სსიპ „აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ და ა(ა)იპ „საერთაშორისო ინიციატივა განვითარებისა და თანადგომისათვის“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

2024 წლის 20 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე უძღვებოდა.

მთავრობის წევრებმა სხდომაზე სსიპ „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს“, სსიპ „ეკონომიკური პროგრამების სააგენტოსა“ და სსიპ „კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს“ მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.