2019 წლის 29 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონპროექტი ,,აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. ცვლილება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ქალაქ ზუგდიდში, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ ჩასახლებაში საბავშვო ბაღის მშენებლობას ითვალისწინებს.

მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან მინერალური რესურსების უკანონო მოპოვება-გატანისა და აფხაზეთის სანაპირო ზოლის ეკოსისტემის შენარჩუნებისთვის პრევენციულ ღონისძიებათა შესახებ, ასევე - ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობის შესახებ.

2019 წლის 15 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტი მაღალი მაჩვენებლებით შესრულდა, კერძოდ საშემოსავლო ნაწილის შესრულებამ 103,67% შეადგინა, ხოლო ხარჯვითი ნაწილის 98,27%. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იყო მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებსა და მის ფარგლებში განხორციელებულ პროგრამებისა და ღონისძიებებზე.

ასევე, განიხილეს აფხაზეთის ქონების წილობრივი მონაწილეობით შექმნილი შპს-ების მუშაობის 2018 წლის ფინანსური შედეგები და მათი საქმიანობის გაუმჯობესების გზები.

კრწანისში, კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

კრწანისში, კოლხური ბზის საბაზისო სანერგე მეურნეობაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის სხდომას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე გიორგი იაკობაშვილი ესწრებოდა.

გიორგი იაკობაშვილმა ვახტანგ ყოლბაიას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებს მადლობა გადაუხადა იმ საქმისთვის რასაც ისინი აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ოკუპირებულ აფხაზეთში მყოფი მოსახლეობისთვის აკეთებენ. ასევე, ხაზი გაუსვა საქართველოს ხელისუფლებასთან აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ერთობლივი კამპანიის მნიშვნელობასა და ეფექტურობას.

სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ მოკლედ ისაუბრა იმ საქმიანობის შესახებ რომელსაც სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი და მისი თანამშრომლები როგორც ენგურს გამოღმა ისე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ახორციელებენ და ამ ქმედებებს ნდობის აღდგენის გზაზე გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. 

სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის თავმჯდომარე ვალერი ბასარიამ და დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებმა მთავრობის წევრებს მისი უწყების მიერ გაწეული საქმიანობისა და დაგეგმილი აქტივობების ანგარიში წარუდგინა.

სხდომაზე ისაუბრეს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის აგრარულ პროგრამებსა და პროექტებში ჩართულობაზე და შედეგებზე. ასევე, სხდომაზე მოწვეულმა პირებმა ისაუბრეს ინვაზიური მავნებლის - აზიური ფაროსანასა და სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომის შესავალ სიტყვაში ვახტანგ ყოლბაიამ ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების უხეშად დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის, მშობლიურ - ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვაზე, იძულებით პასპორტიზაციაზე, ქონების ხელყოფის შემთხვევებსა და მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე.

სხდომაზე იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე იგორ კოპალიანმა მთავრობის წევრებს იუსტიციის დეპარტამენტის 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

2018 წელს ძირითადი საქმიანობა ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით ხორციელდებოდა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი ექსპერტიზის ჩატარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საარქივო საქმის განვითარება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე ფოტოიდენტურობის დადასტურება და საცხოვრებელი ადგილის დადგენა, დევნილთათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა.

სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა ადამიანის უფლებების დარღვევის თითოეულ ფაქტებზე იუსტიციის დეპარტამენტის მიერ სამართლებრივი შეფასების მომზადებასა და ცენტრალურ უწყებებთან მეტი თანამშრომლობისა და დევნილთა უფლებების დაცვის მიზნით საქმიანობის გააქტიურების აუცილებლობის შესახებ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განათლებისა და კულტურის მინისტრმა მანანა ქვაჩახიამ მთავრობის თავმჯდომარესა და მთავრობის წევრებს განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ გასულ წელს 3 პროგრამა და მასში შემავალი 12 ქვეპროგრამა განახორციელა. აღსანიშნავია, რომ წარმატებული ახალგაზრდების ხელშეწყობის პროგრამის  ფარგლებში 2018 წელს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით 184 წარმატებული ახალგაზრდა დაფინანსდა სულ 90 000 ლარით.

აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდების წასახალისებლად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის დაწესებული დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობითი სტიპენდიები ორ სტუდენტს, ხოლო საბუნებისმეტყველო მიმართულების განსაკუთრებული მიღწევებისთვის დაწესებული აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობითი სტიპენდია ერთ სტუდენტს გადაეცათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო სკოლებში გაუმჯობესდა ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობა რისთვისაც ბიუჯეტიდან 94 445 ლარი იყო გამოყოფილი.

აფხაზური ენის შენარჩუნებისა და განვითარების მიზნით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა ღონისძიება განახორციელა: შეიქმნა აფხაზური ენის ელექტრონული თვითმასწავლებელი, განხორციელდა აფხაზური ფილოლოგიის პროგრამის სტუდენტების სწავლების თანადაფინანსება, აფხაზური ენის დაცვისა და პოპულარიზაციის საკითხებთან დაკავშირებით მოეწყო შეხვედრები და დისკუსიები, აფხაზური ენის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მიზნით შეიქმნა აფხაზური ენის სწავლების ტრენინგ-მოდული.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გალის რაიონის ტერიტორიაზე განთავსებული სკოლების ფუნქციონირებას და მოსწავლე-ახალგაზრდობის წინაშე მდგარი პრობლემების მოგვარების გზებს.

განხილულ იქნა მექანიზმები, რომელიც მოწოდებულია ოკუპირებული გალის რაიონის მოსწავლეებისთვის ქართულ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის ხელშესაწყობად, მათ შორის, აღინიშნა დისტანციური სწავლების მეთოდი და ბილინგვური სწავლება.

მეცნიერების განვითარების ხელშეწყობის მიზნით მოქმედებს მეცნიერების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს აფხაზეთის საკითხზე მომუშავე მეცნიერების შესაძლებლობების სრულად წარმოჩენას, სრულფასოვანი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ნაშრომების გამოცემას, საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ლაბორატორიებში გამოცდილების მიღებას.

ხელოვნებისა და მიმდინარე ღონისძიებების სამსახურის ორგანიზებითა და ზედამხედველობით რიგი კულტურული ღონისძიებები განხორციელდა: მოეწყო შემოქმედებითი საღამოები, გაიმართა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლისა და გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელის კონცერტები, მოეწყო სპექტაკლები, ჩატარდა ფორუმები, ფესტივალები და კონკურსები.

კულტურულ ფასეულობათა დაცვის სამსახურის მიერ რამდენიმე მნიშვნელოვანი საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო პროექტი განხორციელდა, მათ შორის: შეიქმნა აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ელექტრონული ონლაინ მუზეუმი, აფხაზეთის ისტორიულ-არქიტექტურული ნაგებობების რუკა, განხორციელდა საზღვარგარეთ აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის პროგრამა, აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის მოეწყო საგანმანათლებლო-საველე ბანაკი და სხვა.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ დევნილ მოსახლეობაში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით 2018 წელს თბილისსა და რეგიონებში მრავალი სპორტული ტურნირი და აქტივობა განხორციელდა. მოეწყო დამსახურებულ ვეტერან სპორტსმენთა და სპორტის მუშაკთა საზეიმო დაჯილდოება.

სხდომის ბოლოს ვახტანგ ყოლბაიამ შეაჯამა შედეგები და ისაუბრა განათლებისა და კულტურის სფეროების შემდგომი განვითარების აუცილებლობასა და ხედვებზე.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი გასვლითი სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გასვლითი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შემავალმა დეპარტამენტებმა და სსიპ-ებმა მთავრობის წევრებს 2018 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინეს. სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება შემდეგ საკითხებზე გამახვილდა:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა მიმოიხილა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების შედეგები, რომლებიც მოიცავდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიზნეს სექტორისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების, აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ მართული ორი ორგანიზაციის ძირითადი სტატისტიკურ მაჩვენებლებს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო სტრუქტურების მიერ 2017-2018 წლებში გატარებულ ღონისძიებებს.დეპარტამენტმა გასულ წელს გამოსცა ყოველკვარტალური და წლიური სტატისტიკური ბიულეტენები და კრებულები, რომელიც აფხაზეთის სახელისუფლებო სტრუქტურებსა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს წარედგინა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსეკონომიკურ ურთიერთობათა დეპარტამენტმა მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშესაწყობად რიგი ღონისძიებები ჩაატარა, რომელიც მიზნად ისახავდა ცენტრალური ხელისუფლების მიერ ინიცირებულ პროექტებში დევნილი მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას და მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ასევე, რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობას საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული პროგრამებისა და საერთაშორისო და არასამათავრობო ორგანიზაციების მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსების შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვისა და პრივატიზაციის დეპარტამენტი 2018 წელს ახორციელებდა სახელმწიფოს 100% წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული საწარმოების მართვას, მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, საქმიანობის წლიური და კვარტალური შედეგებიდან გამომდინარე, წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და რეალიზაციის მონიტორინგს.

2018 წელს ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურმა ფინანსური კონტროლის გამკაცრებისა და რისკების შემცირების მიზნით გეგმური აუდიტი განახორციელა შემდეგ ორგანიზაციებში: შპს. „აფხაზეთიდან იგპ გლდანის რეგიონალური პოლიკლინიკა“ (საოჯახო მედიცინის ცენტრი „დიოსკურია“), შპს. საოჯახო მედიცინის ცენტრი „აფხაზეთი“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ ქალთა კონსულტაცია“, შპს. „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი - „ცხუმი“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ წყალტუბოს პოლიკლინიკა“, შპს. „აფხაზეთიდან იგპ ფოთის პოლიკლინიკა“ და შპს. „დევნილთა საოჯახო მედიცინის ცენტრი - „ბიჭვინთა“. აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებებისგამოსასწორებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

სსიპ. „აფხაზეთის გეოლოგიისა და მინერალური რესურსების სააგენტომ“ 2018 წელს განახორციელა დაბა წყნეთში დევნილთა კომპაქტური ჩასახლებების ადგილებში საშიში გეოლოგიური პროცესების განვითარების მონიტორინგი დისტანციური მეთოდით და მათი პრევენციისთვის წინადადებები შეიმუშავა. ასევე, გეოლოგიურ ფონდებში არსებული მასალების საფუძველზე შეიქმნა გაგრისა და გუდაუთის რაიონების მტკნარი, თერმული და მინერალური წყლების ელექტრონული გეოინფორმაციული პაკეტები.

სააგენტოს ინიციატივით მოეწყო კონფერენცია თემაზე: „აფხაზეთის შავი ზღვის სანაპირო ზოლის გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მასზე ანთროპოგენური ზემოქმედების შედეგების ანალიზი“. კონფერენციაზე ხაზი გაესვა იმ საგანგაშო ეკოლოგიურ ვითარებას, რომელიც რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ინერტული მასალების მოპოვებამ გამოიწვია.

სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - ინფრასტრუქტურისა და დარგობრივ საკითხთა დეპარტამენტის 2018 წლის საქმიანობის შესახებ. საქვეუწყებო დაწესებულებამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დავალების შესაბამისად შეიმუშავა და წარმოადგინა კომპაქტურად ჩასახლებული დევნილების საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად ჩასატარებელი გადაუდებელი სამუშაოების საორიენტაციო ღირებულებები რეგიონების მიხედვით.

2019 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა/დევნილთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის 2018 წლის შედეგების შესახებ. ასევე, საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებათა პროგრამის შესახებ.

მთავრობის წევრებმა ცვლილებები შეიტანეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ" და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 7 აგვისტოს №34 დადგენილებაში „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ"

2019 წლის 18 იანვარს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სოციალური დაცვის მიზნით ერთჯერადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ". განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა საკუთრებაში/სარგებლობაში გადაცემულ საცხოვრებელ ობიექტებში მცირეფასიანი და გადაუდებელი სარემონტო სახის სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი.

მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული შესაბამისობის აუდიტის ანგარიში, განიხილეს გაცემული რეკომენდაციები და შენიშვნები და წარმომადგენლობების მიერ მათ შესასრულებლად მიღებული ზომები.

2018 წლის 25 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ", ასევე საქართველოს ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავის აღნიშვნის მიზნით საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ. მოისმინეს ინფორმაცია 2019 წელს აფხაზეთის მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების შესახებ.

2018 წლის 31 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემოსულობებისა და მხარჯავი დაწესებულებების პრიორიტეტებისა და ამ პრიორიტეტების ფარგლებში განხორციელებული პროგრამებისა და ღონისძიებების 2018 წლის 9 თვის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ.

ასევე, განიხილეს კანონპროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ. პროექტის მიხედვით პრიორიტეტულად განისაზღვრა დევნილი მოსახლეობის ჯანდაცვის, სოციალური დაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებები. იზრდება აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ჯანდაცვის, დევნილთა სოციალური უზრუნველყოფისა და განათლების პროგრამები.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საშემოდგომო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ.

2018 წლის 22 ოქტომბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს  ინფორმაცია აფხაზეთის განათლებისა და კულტურის, აფხაზეთის ჯანმრთლეობისა და სოციალური დაცვის და აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდეციების შესრულების შესახებ.

ასევე, დღევანდელ სხდომაზე მოისმინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დევნილთა საქმეების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტებში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული 2017 წლის მიზნობრიობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში.

მთავრობის სხდომაზე განიხილეს „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ქონების შესახებ" აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე აფხაზეთის კანონის პროექტი.

2018 წლის 15 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. მთავრობის თავმჯდომარის მოწვევით სხდომას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა ესწრებოდა.

სხდომაზე მოისმინეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურებში ჩატარებული ფინანსური აუდიტის ანგარიში, გაეცნენ  აუდიტის სამსახურის მიერ  გაცემულ რეკომენდაციებს  და იმსჯელეს  მათზე  დროული   რეაგირების მექანიზმებზე.

ასევე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილების პროექტი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის დაფინასებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ბუღალტრული ანგარიშგების შედგენის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ".

 

2018 წლის 24 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2018 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის 6 თვის შესრულების შედეგების შესახებ. განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების შიდა აუდიტის სამსახურების მიერ მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შედეგები.

მოისმინეს ინფორმაცია და ცნობად მიიღეს სსიპ „გამწვანებისა და გარემოსდაცვითი პროექტების სააგენტოს“ 2017 წელსა და 2018 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობისა და აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის არქივის სამმართველოს ანგარიში 2018 წლის პირველ ნახევარში გაწეული მუშაობის შესახებ.

2018 წლის 13 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია სავალდებულო სამხედრო სამსახურში 2018 წლის საგაზაფხულო გაწვევის მიმდინარეობისა და აფხაზეთიდან იძულებით გადადგილებული წვევამდელების გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ. ასევე განიხილეს უძრავი ქონების მართვის სრულყოფის საკითხებზე აფხაზეთის მთავრობის დადგენილებების პროექტები.

განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019-2022 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა - პრიორიტეტების დოკუმენტი.

მოისმინეს ოკუპირებული გალის რაიონში არსებული ფიტოსანიტარული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, ასევე ისაუბრეს იქ არსებულ პრობლემებზე და მათი მოგვარების შესაძლო გზებზე.

2018 წლის 29 მაისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

დღეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

სხდომაზე განიხილეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" აფხაზეთის კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე", ასევე მოისმინეს ინფორმაცია ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო ბაზის მდგომარეობის შესახებ.