აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლმა ვახტანგ ყოლბაიამ შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელის ალექსანდრე ლუკაშევიჩის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არ არის ეძიოს მისაღები გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების ფორმატში.
„ ცოტა არ იყოს დრამატიზებული მეჩვენება. მიუხედავად იმისა, რომ ჟენევის მოლაპარაკების ბოლო რაუნდი მიდინარეობდა მეტ-ნაკლებად დაძაბულ ვითარებაში, აღსანიშნავია, რომ ამ ფორმატით მიმდინარე დისკუსიის მონაწილეებმა, როგორც მინიმუმ, ერთმანეთისთვის ინფორმაციის მიწოდება და თავიანთი პოზიციების დაფიქსირება შეძლეს. ასე რომ, ეს განცხადება არ ასახავს ამ მოლაპარაკებებში არსებულ შიდა განწყობას. ამიტომ ვფიქრობ, რომ რუსეთი, როგორც ჟენევის ფორმატით მიმდინარე მოლაპარაკებების ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა ხელს უნდა უწყობდეს ამ დისკუსიების პოზიტიურ ჩარჩოში ჩასმას და მოლაპარაკებების სწორედ ასეთი კუთხით წარმართვას, ვინაიდან რუსეთი თავად არის ამ დისკუსიების ერთ-ერთი ინიციატორი."