აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
Аҧснытәи автономтә республика аиҳабыра
ცხელი ხაზი 143
მთავარი/სამინისტრო/იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი/მთავარი/ახალი ამბები
იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი
ნანა გაბელიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო

იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლურ სკოლასთან პარტნიორობით, თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ეზოში პროექტი „ჩვენი დროის მშვიდობისმყოფელები“ განხორციელდა.

პროექტის მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ქართველი და ლტოლვილი უკრაინელი მოზარდების გაცნობა-დამეგობრების გრძელვადიანი პერსპექტივის შექმნა, ორი ქვეყნის ახალგაზრდების ერთმანეთთან დაახლოების პროცესის ხელშეწყობა და მშვიდობის თემასთან დაკავშირებულ საერთო ინტერესებსა და პრობლემურ საკითხებზე თანამშრომლობა.

პროგრამის მიმდინარეობისას წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლისა და სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქ. თბილისის N41 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ერთობლივად იმუშავეს და 26 მაისისადმი მიძღვნილ თემატიკაზე საინტერესო მხატვრული ტილოები შექმნეს. ასევე, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებულური სკოლის ანსამბლის წევრებმა ქართული ხალხური სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი გაბედავა, წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის ფილოლოგი სოფიკო გორგილაძე, მინისტრის აპარატის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

#26მაისი
#თავისუფლებისსიყვარულით
#ესდღეჩვენია