სიახლეები

მთავრობის აპარატი
„ტექნოლოგიური კვირეული 2025“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტ „ტექნოლოგიური კვირეული 2025“-ის დახურვის ღონისძიება გაიმართა, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრ ალიონა ჩხოტუასთან ერთად დაესწრო.

ღონისძიების მონაწილე ახალგაზრდებს სიტყვით აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრმა მიმართეს, რომელთაც ახალგაზრდებთან ტექნოლოგიური ინოვაციების შესწავლის ხელშეწყობასა და ამ მიმართულებით სხვადასხვა პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.

„მოხარული ვარ, რომ ასეთი კარგი და მიზანზე ორიენტირებული პროექტი გამოვიდა. სამომავლოდ აფხაზეთის მთავრობა კვლავ აქტიურად გააგრძელებს ჩვენი დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეიძინონ ის მნიშვნელოვანი უნარები, რაც ტექნოლოგიური მიმართულებით განვითარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა ახალგაზრდების კითხვებს უპასუხეს და „ტექნოლოგიური კვირეულის“ მონაწილეები სერტიფიკატებით დააჯილდოვეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტექნოლოგიური კვირეულის ფარგლებში, 5 დღის განმავლობაში, აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდები გაეცნენ თანამედროვე ინოვაციებს, გაიღრმავეს ცოდნა ტექნოლოგიების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს თემატურ დისკუსიებში.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

2025-09-06
მთავრობის აპარატი
სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრი ყაზახეთში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე სპექტაკლ „რომეო და ჯულიეტას“ წარადგენს

სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, ყაზახეთის ქალაქ თალდიყორღანში მესამე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალ „BIKEN FEST“-ში მიიღებს მონაწილეობას, სადაც 16 სექტემბერს მაყურებელს სპექტაკლს „რომეო და ჯულიეტა“ წარუდგენს.

საფესტივალო სამზადისის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან ერთად, სოხუმის გიორგი რატიანის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სპექტაკლის რეპეტიციას დაესწრო.

მთავრობის თავმჯდომარე დასის წევრებს შეხვდა, საერთაშორისო ფესტივალზე წარმატება უსურვა და ქართულ-აფხაზური კულტურის პოპულარიზაციის საქმეში სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა.

თეატრი საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით მონაწილეობს.

2025-09-04
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის №1 საჯარო სკოლა ახალ სასწავლო წელს განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდება

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის მიზნით, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ ბექა ღვაჩლიანთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთის №1 საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.

მთავრობის თავმჯდომარემ სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, განათლების მიმართულებით განხორციელებულ სიახლეებს გაეცნო და სკოლის დირექტორსა და პედაგოგებს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე საჭიროებებსა და იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაღებად არის საჭირო.

როგორც გიორგი ჯინჭარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აფხაზეთის მთავრობისთვის პრიორიტეტულია, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს მათ სრულფასოვან განათლებასა და განვითარებას.

„აფხაზეთის მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რომ ჩვენი მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს გაუმჯობესებულ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში შეხვდნენ. ეს არა მხოლოდ სასწავლო პროცესის ხარისხს აუმჯობესებს, არამედ მოსწავლეების მოტივაციასაც ზრდის. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლო წლიდან სკოლას ახალი საკლასო ოთახები დაემატება და მოსწავლეები უფრო კომფორტულ გარემოში განაგრძობენ სასწავლო პროცესს.

მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერისა და იმ პროექტების განხორციელებისთვის, რომლებიც პირდაპირ არის მიმართული აფხაზეთის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსწავლეებს განათლების მისაღებად საუკეთესო პირობები ჰქონდეთ“, – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აფხაზეთის საჯარო სკოლებში არსებული ინფრასტურქტურის მონიტორინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, რათა ახალ სასწავლო წელს სკოლები სრულად მომზადებულები შეხვდნენ.

2025-08-30
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე ზუგდიდში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში იმყოფებოდა, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულ დავით ვერავასთან, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ბესიკ კუსიდისთან და ადგილობრივი ხელუსფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას შეხვდა.
 
აფხაზეთის მთავრობისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მათი მოსაზრებები და საჭიროებები მოისმინეს და იძულებით გადაადგილებულ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის პროგრამები და სამომავლო გეგმები გააცნეს.
 
„ვაგრძელებთ შეხვედრებს რეგიონებში მცხოვრებ დევნილ მოსახლეობასთან. დღეს ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე დევნილთა ჩასახლებაში ვიმყოფებით და არსებულ მდგომარეობას ადგილზე ვეცნობით.
 
აფხაზეთის მთავრობისთვის დევნილთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია მათთვის განათლების, დასაქმებისა და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, თითოეულ აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს მივცეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა და ამ პროცესში ჩვენთან ერთად აქტიურ მხარდაჭერას გვიცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
2025-08-29
მთავრობის აპარატი
გიორგი ჯინჭარაძე კორცხელში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო წირვას დაესწრო.
 
„მარიამობის დღესასწაული განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენი ხალხისთვის. ეს დღე აძლიერებს ჩვენს სულიერ ერთობას, რწმენასა და ეროვნული ტრადიციების შენარჩუნებას.
 
დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო აფხაზეთიდან დევნილ ჩვენ თანამემამულეებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას. მათთვის ერთობის, მშვიდობისა და საქართველოს მთლიანობისთვის ლოცვა დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად უნდა გავაძლიეროთ რწმენა და ღვთისმშობლის მადლით ჩვენი სამშობლო აუცილებლად გაერთიანდება“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
 
ტაძარში მრევლთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, საქართველოს პარლამენტის წევრი გენრიეტა წიწავა და ადგილობრივი ხელუსფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
 
კორცხელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულთან დაკავშირებით, საღმრთო ლიტურგია შესრულდა.
2025-08-28
მთავრობის აპარატი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის გიორგი ჯინჭარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა, სადაც მთავრობის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.

აფხაზეთის მთავრობის წევრებმა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამინისტროებისა და მათდამი დაქვემდებარებული უწყებების დებულებებში განსახორციელებელი ცვლილებები განიხილეს.

სხდომაზე ასევე შიდა სტრუქტურული გაძლიერების და ეფექტურობის გაზრდის მიმართულებით არსებულ სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე იმსჯელეს.

2025-08-25