2023-06-15 |
განათლებისა და კულტურის სამინისტრო
ეკა ხოფერიამ აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას მხატვრული და შემეცნებითი ხასიათის ლიტერატურა ჩაუტანა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი ეკა ხოფერია, სასწავლო წლის დასრულებასთნ დაკავშირებით, ბორჯომში მდებარე აფხაზეთის 22-ე საჯარო სკოლას ეწვია. მინისტრმა სკოლის ბიბლიოთეკას, საწიგნე ფონდის შესავსებად, კომპანია „ბიბლუსის“ მიერ გადმოცემული წიგნები ჩაუტანა. გარდა ამისა, ეკა ხოფერიამ უკლებლივ ყველა მოსწავლეს საჩუქრად მათ მიერვე არჩეული წიგნი და საკანცელარიო ნივთების ნაკრები გადასცა.